12:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 15:07:32, 986 ნახვა

სამართალი
მედიის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთ-საქართველოს საღვარზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს შორის დაპირისპირებას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები არ არიან არც საქართველოს და არც რუსეთის მოქალაქეები, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან არიან, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც რუსული გამოცემა წერს, ადგილზე ქართველი გამომძიებლები მივიდნენ, „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო დეპარტამენტი კი, აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ცნობისთვის, სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც საქართველოს სამხედრო მაგისტრალზე მდებარეობს, ზვავსაშიშროების გამო დაკეტილია, რის გამოც, იქ დიდი რაოდენობით სატვირთო ავტომანქანებია დაგროვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მითების დეტექტორი: ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების ყალბი ანგარიშები შეიქმნა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics