|
2021-03-23 20:21:59, 764 ნახვა
კომენტარი
დევიდ კრამერი - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს „ენმ“-ს ლიდერი ნიკა მელია
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს „ენმ“-ს ლიდერი ნიკა მელია“, -ამის შესახებ ონლაინ შეხვედრის დროს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დევიდ კრამერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და მათ უნდა ჰქონდეთ გავლენა. „არსებობს გადაუდებელი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომის, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. ლოგიკურია, რომ სხვადასხვა პარტიების ლიდერები ვერ დასხდებიან მოლაპარაკებებისთვის, თუ ერთ-ერთი მათგანი ციხეშია. კრიზისის ეს ნაწილი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. შემდეგ კი ქართულმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს. ამის შემდეგ, ვფიქრობ, ქართული ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს, მაგრამ შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იპოვოს გზა, რათა მისცეს ოპოზიციას გავლენა პარლამენტში, რათა ოპოზიცია პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი როგორც ლეღვის ფოთოლი. ეს არის კრიზისი, რომელიც თუ არ გადაიჭრება, უკან დახევს საქართველოს“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)