17:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 17:02:21, 593 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - გაგვიმართლა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ

კიდევ კარგი, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს.

„კიდევ კარგი, გაგვიმართლა და ჩვენს ქვეყანას ჰყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ. არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ქვეყანა შუაზე გავგლიჯოთ და ჩიხში შევიყვანოთ. კიდევ კარგი, რომ გვყავს ისეთი მეგობრები, ამ შემთხვევაში ევროკავშირის სახით, რომ ცდილობენ, დაგვსვან მაგიდასთან და ეს ჩვენი შეუთანხმებელი წახნაგები როგორმე დაამრგვალონ და შეთანხმებამდე მიგვიყავნონ. მადლობა ამ გარჯისთვის. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები ამ ჯერზე მაინც შედეგით დასრულდება და საზოგადოებაში ისევ ის დიდი იმედგაცრუება არ იქნება. ყველამ კარგად უნდა გავიზაროთ, რომ ჩვენს ზურგსუკან არის ხალხი და შევწყვიტოთ ამ ქვეყნის ჯანჯღარი. „რადგან მე ასე მინდა, ასე უნდა მორჩეს“, ეს ასე არ ხდება. ხელის გადაწევა არ არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში დაბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics