|
2021-03-23 12:52:02, 845 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც უნდობლობა გამოიწვია ვაქცინაციასთან მიმართებაში
ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობისთვის ვაქცინაციასთან მიმართებაში ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა სამედიცინო პერსონალის აქტივობას აქვს. „ყველაზე ეფექტური მაინც არის მაგალითი და ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ამ ვაქცინაციასთან მიმართებაში. ამდენად ახლა მოგვიწევს, რა თქმა უნდა, ისევ დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება ისევ სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი თუ არ იცრება, და არ ენდობა ვაქცინაციას ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)