14:16 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 11:21:12, 629 ნახვა

სამართალი
სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის მიერ შს მინისტრის ყოფილ მოადგილე, კახა საბანაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, გამოძიება 22 მარტიდან, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარმა“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ სიუჟეტი გაავრცელა, რომელშიც რესპოდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთოხების თანამშრომელი  და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics