15:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 16:40:41, 784 ნახვა

საზოგადოება
ვერც ერთი ვერ გავუძლებთ, გამოვიფიტებით და დავიხოცებით - ლევან რატიანი მიმართვას ავრცელებს

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

რატიანი საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„საოცარია დღეს ცხოვრება, მას ბევრი მიზეზი განაპირობებს. ერთი რამ კი ცნობილია და დადგენილია - პანდემია უნდა იმართოს მაკრორგანიზის, მიკრორგანიზმის, გარემოს და სოციალურ ფაქტორთა სიმბიოზით და არა ქაოსით.

წარმოიდგინეთ, ცუდი ფაქტია ქაოსი ამ სიტუაციაში და თქვენ ქაოსის ძალას აძლიერებთ! ჩვენი მიზანია ბრძოლის მოგება ამ უთანასწორო ბრძოლაში... მიზნის მისაღწევად ერთ ვექტორზე უნდა ვიდგეთ ყველა, რომ გადავრჩეთ და გადავარჩინოთ!

საოცარია, შეცდომას შეცდომაზე რომ უშვებთ ქაოსის გამო! ამით ყველა ერთად ვზარალდებით და ვტკენთ საოცრად ერთმანეთს.

ხომ შეიძლება გავერთიანდეთ ერთი მიზნისთვის, რასაც სიცოცხლის გადარჩენა ქვია!

ეი, შენ მოუსმინე! ეი, შენ გაიგე, გაიგე! ეს მავნებლობაა, რაც ხდება! ეი, გაიგე მე სიცოცხლე მინდა! და ამისთვის გავერთიანდეთ ერი და ბერი.... არ მინდა ამდენი ტკივილი, ვერ გავუძლებთ ვერცერთი, გამოვიფიტებით და დავიხოცებით გაიგე!

გაიგე მე სიცოცხლე მშვიდ გარემოში მინდა! გაიგე შენზე მეტად მინდა სიცოცხლე და დამაცადე რა…

არ გვინდა ქაოსი! მიდი აკეთე საქმე რა, რომ გადავრჩეთ! ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ამისათვის შენ ყველაფერი უნდა გააკეთო“, - წერს ლევან რატიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics