|
2021-03-21 20:05:51, 592 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ მოთხოვნების გამო ტექსტი იმდენად გააფუჭეს, უკვე მიშელისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა ჩანაწერები
„ქართული ოცნების“ მოთხოვნების გამო ტექსტი იმდენად გააფუჭეს, უკვე მიშელისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა ჩანაწერები“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საკითხი პარტნიორების თავმოყვარეობის საკითხამდე მივიდა და მოლაპარაკებაც დაასრულეს. „ჩემ პირადი აზრია, მე მგონია, საბოლოო ჯამში ამ ადამიანმა მოლაპარაკებები დაასრულა არა იმის გამო, რომ მიხვდა შეთანხმება შეუძლებელი იყო, უბრალოდ ტექსტი იმდენად კიდევ უფრო ისე უნდა გაეფუჭებინა და განეზოგადებინა ბევრი სხვა მიმართულებით, თავი რომ დავანებოთ ვადამდელს, რომ უკვე პირადად შარლ მიშელის თავმოყვარეობის ამბავი იდებოდა სასწორის პინაზე. ანუ, შეიძლება, ზოგად ბოდვაზე ვინმე დათანხმებულიყო, მაგრამ უკვე მიშელისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა ეგეთი ზოგადი ჩანაწერები რომ ყოფილიყო. იმდენად გააფუჭეს ოცნების მოთხოვნების გამო ის რაღაცა ტექსტი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)