18:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 14:23:47, 608 ნახვა

პოლიტიკა
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირია - საქმის ახალი მტკიცებულებები

უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Bellingcat-ი, The Insider-ი და Der Spiegel-ი ავრცელებენ.

გამოცემის ცნობით, აღმოჩენილი მტკიცებულებების თანახმად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც თავს ვადიმ სოკოლოვს უწოდებს, სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია - ადამიანი, რომელიც კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან.

უკრაინულ სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტები წერენ, რომ სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად - მიმოწერა, ელეტრონული ფოსტა და USB ჩხირი, სამართალდამცველებმა იპოვეს პირის ფოტოსურათები, რომლის იდენტიფიცირება მოხდა, როგორც ვადიმ კრასიკოვის.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ფაქტს ასევე ადასტურებს ქორწინების მოწმობა, რომელიც იყო აღმოჩენილი ფოტოსურათთან ერთად. ერთობლივ ფოტოსურათებზე აღმოჩენილია იგივე ადამიანი, რომელსაც ახლა ბერლინში ასამართლებენ. ასევე, დასახელებულია ტატუ, რომელიც ფოტოსურათზე აღბეჭდილ პირს, მარცხენა მკლავზე აქვს.

The Insider-ის მიხედვით, უკრაინული სახელისუფლებო უწყებებიდან წამოსული მონაცემები, შესაძლოა გახდეს საკვანძო არგუმენტები გერმანიის პროკურატურისთვის. როგორც გამოცემა ვარაუდობს, ახალი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ არსებობს მხოლოდ გაყალბებულ დოკუმენტებში.

ცნობისთის, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics