18:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 12:38:03, 501 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავას განცხადებით, თუ რიგგარეშე არჩევნები შეთანხმებით არ დაინიშნა, მაშინ ხალხის იძულებით მოხდება

თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ეს დაინიშნება იძულებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგლავამ პარლამენტთან, ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მოძრაობა არის ერთადერთი გამოსავალი და მის გარეშე დასავლეთის პარტნიორები ვერ უშველიან საქართველოს.

„ეს ადამიანი წავა, წამა მშვიდობიანი არჩევნებით და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს, შეთანხმებით დაინიშნოს, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ეს დაინიშნება იძულებით, ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, ქალაქში, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება მომზადება, ჩვენ უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ ის, თუ რა ხდება აქ, რუსთაველზე, რადგან დღეს, როდესაც პანდემია მძვინვარებს და უმარავი ადამიანი გაწირა ხელისუფლებამ, ადამიანებს აინტერესებს რას აკეთებს ქართული ოპოზიცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გადავარინოთ დღეს საქართველო, რადგან ხვალ, შესაძლოა გადასარჩენი აღარაფერი დარჩეს. ამიტომ მოძრაობა, მოძრაობა, მოძრაობა -  ერთადერთი გამოსავალია. ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics