03:59 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 17:32:43, 1239 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას კონსენსუსამდე მისასვლელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვისა მნიშვნელოვანია.

„ვწუხვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით გამართული მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის.

ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვისა და დემოკრატიული მიღწევების დასაცავად მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსამდე მისასვლელად“, - წერია განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics