22:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 16:22:19, 2005 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, თუ რატომ შეწყდა აჭარის 4 მუნიციპალიტეტში: ქედაში, შუახევში, ხულოსა და ხელვაჩაურში, ვაქცინაციის პროცესი.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროცესი აღარ ჩატარდება პერიფერიულ კლინიკებში, რაიონულ დონეზე.

მანვე დასძინა, რომ აჭარის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება შესაძლებელი.

„აჭარის შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა შერჩეული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც მთავარი აცრის ცენტრი, „ფაიზერის“ ვაქცინისთვის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინისთვის, ჯგუფმა მიანიჭა უპირატესობა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვას და მოგეხსენებათ, აჭარში არის რაიონული დონის საკმაოდ კარგი და გამართული საავადმყოფოები, სადაც იყო დაგეგმილი ვაქცინაციის ჩატარება, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, პერიფერიულ კლინიკებში, ანუ რაიონულ დონეზე ვაქცინაციის პროცესი აღარ ჩატარდება და ეს ყველაფერი გაგრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics