19:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 14:36:36, 486 ნახვა

პოლიტიკა
​სალომე სამადაშვილი - ევროპელი პარტნიორები საჯარო განცხადებებში ბევრად მკვეთრი უნდა ყოფილიყვნენ

ევროპელი პარტნიორები საჯარო განცხადებებში უნდა ყოფილიყვნენ ბევრად უფრო მკვეთრი, რათა ღარიბაშვილს ეგრძნო ზეწოლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში შარლ მიშელის წარუმატებლობას გარკვეული მოთამაშეები ევროპაშიც ელოდებოდნენ.

„მე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიუხედავად იმისა, რომ მას დახურულ კარს მიღმა უთხრეს არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, საჯარო განცხადებებში ჩვენი ევროპელი პარტნიორები უნდა ყოფილიყვნენ ბევრად უფრო მკვეთრი იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრს ეგრძნო ზეწოლა. ბატონ ბორელს და მიშელს შორის ცოტათი დისონანსი ჩანს იმიტომ, რომ ისინი სხვადასხვა განშტოებას წარმოადგენენ, როგორც პოლიტიკური ჯგუფების თვალსაზრისით, ასევე ინსტიტუციურად ევროკავშირში. ბატონი მიშელის წარუმატებლობას ამ პროცესში სამწუხაროდ, ალბათ, ელოდებოდნენ გარკვეული მოთამაშეები ევროპაშიც. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა ამ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე მიუხედავად ევროკავშირის ყველა ინსტიტუციური პრობლემებისა, ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და მათ მოეთხოვებათ ამაზე პოლიტიკური პასუხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics