|
2021-03-19 00:47:02, 658 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - შეთანხმება ვერ შედგა და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე მხოლოდ „ქართული ოცნებაა“
„შეთანხმება ვერ შედგა და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე მხოლოდ „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიოგი ვაშაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის სრულად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყნაშია. „ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენ საათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის რა არის ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის სრულად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყნაშია. დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)