2021-03-18 20:25:17, 636 ნახვა
სამართალი
ახალციხის კლინიკაში, სადაც 27 წლის ექთნის მდგომარეობა ვაქცინაციის შემდეგ დამძიმდა, სამართალდამცავები იმყოფებიან
ახალციხის კლინიკა „იმედში“ სამართალდამცავები იმყოფებიან, კლინიკაში რამდენიმე საათის წინ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციის შემდეგ დამძიმდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინარილსტებიც იმყოფებიან, რომლებიც შენობაში საგამოძიებო სამუშაოებს ატარებენ.
ასევე ცნობილია, რომ კლინიკის ფანჯრები არის დაზიანებული, რომელიც არსებული ინფორმაციით, ექთნის ოჯახის წევრებმა დააზიანეს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი რეაქცია, სავარაუდოდ კი ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. ექთანი რამდენიმე წუთის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,