16:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 15:09:27, 684 ნახვა

საზოგადოება
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ჯამში, 3 054 სამედიცინო მუშაკი აიცრა

დღევანდელი დილის მონაცემებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 3 054 სამედიცინო მუშაკია აცრილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სხვადასხვა სახის ვაქცინების შემოტანა იგეგმება.

„დღევანდელი დილის მონაცემებით, აცრილია 3054 მედიცინის მუშაკი. ჯერჯერობით არ არის ძალიან მაღალი აქტივობა, მაგრამ სხვა მხრივ, თანდათან „იქოქება“ ეს მდგომარეობა. ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია თანადათან გაიზრდება. მითუმეტეს იგეგმება სხვადასხვა ვაქცინების შემოტანა კიდევ ქვეყანაში. 22-ის კვირაში „ფაიზერის“ გარკვეული ლიმიტირებული დოზები - 29 000 და ასევე, საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულად დასრულებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics