|
2021-03-18 14:21:41, 380 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს, ევროკავშირში ინტეგრაციას
საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს, ევროკავშირში ინტეგრაციას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს განაცხადა. „მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან წარმატებულ ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში, იყო შეხვედრები როგორც ევროკომისიასთან, ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული ხაზის და იმის, რომ საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას. ხაზგასმით იყო აღიარებული, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში, რომელიც დადასტურებული იყო ეუთო-ოდირის დასკვნაში. საბჭოს ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს პროგრესის შესახებ ევროპასთან ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და პროგრესისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)