18:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 14:10:11, 541 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა.

მისი თქმით, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანაში ჩინური ვაქცინაცაც შემოვიდეს.

„22 მარტს შემოვა „ფაიზერის“ პარტია, შემდეგ შემოვა 80 ათასი ისევ „ასტრაზენეკა“, შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით შემოვა ისევ „ასტრაზენეკა“, როგორც ვიცი, ოღონდ უკვე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და არა საერთაშორისო ინსტრუმენტებით. ასევე, შესაძლოა, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შემოიტანონ ჩინური ვაქცინაც და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან - ეს არის „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გაყიდულა მსოფლიოში და რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში და პირველი მომხმარებელი მისი იქნება საქართველო და როგორც ამბობენ და მჯერა, რადგან გავეცანი დოკუმენტაციას, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რომელიც დამზადებული იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics