|
2021-03-17 13:51:07, 340 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, მელიორაციის და მიწის მართვის მიმართულებებით. საუბარი შეეხო სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ახალი პროექტის ინიცირების მნიშვნელობის საკითხს. ლევან დავითაშვილმა დიეგო კოლასს საქართველოში განხორციელებული მიზნობრივი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ელჩს ის ღონისძიებები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს. ელჩის განაცხადებით, საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)