|
2021-03-17 11:58:43, 442 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ მცირე ბიზნესის დასახმარებლად საქართველოში ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა შევქმნათ
„ევროპელ მეგობრებთან დავაყენეთ საკითხი, რომ დაგვეხმარონ საქართველოში ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვასა და თანადაფინანსებაში, რომ ჩვენს მცირე ბიზნესს აღარ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება ლაბორატორიული სინჯების ასაღებად ნიმუშების საზღვარგარეთ გასაგზავნად“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად სხვადასხვა ხარისხის კონტროლის მონიტორინგისა და შესაბამისობის კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში რეგულაციების დანერგვაში. „ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვა საქართველოში, იმიტომ, რომ ეს ჩვენი მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობას ზრდის და აძლევს საშუალებას, ივაჭრონ ევროკავშირთან, მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ პერიოდში, ეს ნიშნავს დამატებით ხარჯებს და სამწუხაროდ, ჩვენი ლაბორატორიების სისტემა ჯერ არ არის განვითარებული და მცირე ბიზნესს უწევს ლაბორატორიული სინჯების ასაღებად ნიმუშების გაგზავნა საზღვარგარეთ. ეს არის ის საკითხი, რომელშიც შეიძლება თანადაფინანსების სახით დაგვეხმარონ ჩვენი ევროპელი მეგობრები და იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხითაც ვითანამშრომლებთ" - განაცხადა ნათია თურნავამ.
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)