21:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 18:26:47, 510 ნახვა

პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სასურველი შედეგის მისაღწევად ორივე პოლიტიკურმა მხარემ უნდა დათმოს

ორივე მხარემ უნდა დათმოს, რათა მიღწეული იყოს მათთვის მისაღები შედეგი, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მომდევნო დღეებში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მისამართით კონკრეტულ შეთავაზებას გააკეთებს.

„ევროკავშირი დიდი ხანია ჩართული ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ, ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას. დღეს ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი მედიაციის პროცესზე იყო კონცენტრირებული, ჩვენ პირადად შარლ მიშელისგან გვაქვს ინფორმაცია, ასევე კრისტიან დანიელსონისგან და გვინდა, რომ სრულად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები ამ პროცესში. შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ როგორც პრემიერი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებისგანაც. დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა. მომდევნო დღეებში იქნება ეს და ვნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics