07:02 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 16:44:47, 510 ნახვა

რეგიონი
მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება იგეგმება

მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარი პრიორიტეტია.  დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარის ტურისტულ მარშრუტებზე წელს, ახალი საპიკნიკე ზონებისა და ტურისტული თავშესაფრის მოწყობას გეგმავს. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია და ზაფხულისთვის რეგიონს ახალი ტურისტული ადგილები შეემატება.

ზემო აჭარაში ევროპული დონის ველოინფრასტრუქტურისა და ხიხანზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იმ მიმდინარე პროექტებს შორისაა, რომელზეც სააგენტო მუშაობას აქტიურად აგრძელებს. შედეგად, წელს ველომოყვარულებსა და პროფესიონალ ველომბრბოლელებს რეგიონში ახალი ველობილიკით სარგებლობისა და ულამაზეს ბუნებაში გასეირნების საშუალება მიეცემათ.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში მთების, ტყეებისა და ტურისტულად საინტერესო სოფლების პოტენციალის კვლევასაც გეგმავს, რაც სამომავლოდ ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.  უკვე იდენტიფიცირებულ ახალ ტურისტულ მიმართულებებზე კი ბილიკების გაჭრა და ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება იგეგმება.

ცნობისთვის, გასულ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მთიანაჭარაში სამი ახალი ტურისტული ბილიკის მარკირება, საპიკნიკე ზონებისა და უჩხოს ხეობაში კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყო. გარდა ამისა, გასულ წელსვე სამთო ველობილიკის, ხიხანზე ასასვლელი ბილიკისა და ჩირუხის ხეობაში ახალი ტურისტული პროდუქტის საპროექტო სამუშაოები განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics