|
2021-03-16 16:29:40, 620 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - მოსამართლემ უდანაშაულო არასრულწლოვნისთვის გამამტყუნებელი განაჩენით უზენაეს სასამართლოსში კარიერა აიწყო
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამამტყუნებელი განაჩენით კარიერა აიწყო. გიორგი გელხაურმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რითაც ზ.ხ-ს ბრალეულობა მტკიცდებოდა და ეს საქმე აუცილებლად მივა სტრასბურგამდე. „ეს ისეთივე უკანონო გადაწყვეტილებაა, როგორც სტურუამ მიიღო წინა სასამართლო პროცესზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაკლებად საინტერესო იყო რამდენ წელს განუსაზღვრავდა არასრულწლოვანს მოსამართლე, აქ უფრო მნიშნელოვანია ის, რომ უდანაშაულო არასრულწლოვანს, რომლის ბრალეულობაც არაფრით არ მტკიცდება, დღეს სტურუამ 10 წელის და 6 თვე გამოუტანა. სტურუამ ამ გადაწყვეტილებით აიწყო კარიერა და მალე ვიხილავთ მას უზენაეს სასამართლოში, სადაც დაუფასებენ დღევანდელ და წინა გადაწყვეტილებას. ჩვენ გავასაჩვრებთ ამ გადაწყვეტილებაზე და გარწმუნებთ, რომ სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე. სტურუა არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე და როგორი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს სასამართლომ“, - განაცხადა გიორგი გელხაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)