14:26 - 26 Jul, 2026
|
2021-03-16 15:50:42, 544 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რა გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა ვაქცინირებულ პირებში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რა გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა ვაქცინირებულ პირებში. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინირებულ პირებს მცირე ტემპერატურის მატება და შეუძლოდ ყოფნა აღენიშნებათ. „გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა სერიოზული გვედითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ეს არის სტანდარტული ფარმაკოზედამხედველური პრაქტიკა, როდესაც მედიკამენტთან მიმართებაში ფიქსირდება რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა. ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი ვალდებულია შეაჩეროს მედიკამენტის მოხმარება, ვიდრე არ დადგინდება შედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)