22:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 11:16:45, 375 ნახვა

პოლიტიკა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას,რომელიც მიმართული იქნება ახალი მარკეტინგული პროდუქტების შემუშავებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. თანამშრომლობის მიზანია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა,მარკ მაკკორდმა მოაწერეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან დაცული ტერიტორიების გაძლიერებისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით, შევძლოთ საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა და არსებული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

„მემორანდუმი, რომლითაცUSAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გამოხატავს მხარდაჭერას დაცული ტერიტორიების სააგენტოსადმი, მიზნად ისახავს, ერთად მოვიძიოთ ის გზები და შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს უნიკალურ საგანძურს, დაცულ ტერიტორიებს. ამავდროულად,მომავალი თაობებისთვის მისი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით,მოხდება მათი დაცვის გაძლიერება“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა,მარკ მაკკორდმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics