2021-03-16 11:09:12, 465 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კიდევ ერთხელ შეხვდება.
შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების ერთობლივი შეხვედრა მედიატორთან.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 12 მარტს ეწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვიზიტი გაახანგრძლივა და აღნიშნ, რომ საქართველოში მხარეებს შორის შეთახნების მიღწევამდე დარჩება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან