14:27 - 26 Jul, 2026
|
2021-03-15 22:19:17, 595 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკება გრძელდება და პოზიციების დაახლოება შესაძლებელია
„პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკება გრძელდება და პოზიციების დაახლოება შესაძლებელია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების პუნქტები ყალიბდება კონკრეტული ფორმებით, რითაც დასრულდება არსებული უთანხმოება. „გვქონდა კიდევ ერთი საქმიანი, კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ კოლეგებს. ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ, ამოვწუროთ ეს უთანხოება და შევძლოთ, რომ ნორმალურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)