22:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 19:24:46, 704 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართება.

ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკაშირის თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატია, რომელიც ყოველწლიურად იმართება და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობას.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. დელეგაციას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ასევე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics