19:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 18:48:51, 758 ნახვა

საზოგადოება
„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!“ - ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!“- ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და საინფორმაციო კამპანიას იწყებს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

„ასტრაზენეკას ვაქცინა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და  სიკვდილიანობის რისკს . ვაქცინა პანდემიის დასასრულია.

სპეციალისტების განცხადებით,  აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ, მოქალაქე  დაცულია ინფიცირებისგან. აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მიღებული გაქვთ ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ პირბადე. აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა .

ასტრაზენეკას ვაქცინა 3 თვეზე მეტია გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს  50-ზე მეტ ქვეყანაში.ევროკავშირში  ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილია 5 მლნ,  გაერთიანებულ სამეფოში 11 მილიონზე მეტი ადამიანი.

COVID-19-ის   ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა!

აიცერი და დაიცავი შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა! ვაქცინა გვიცავს!

ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის   პანდემია!“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics