2021-03-15 15:54:03, 554 ნახვა
საზოგადოება
16-18 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, 18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
„მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,