|
2021-03-15 14:55:22, 1182 ნახვა
სამხედრო
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. არტილერისტებს 28 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში მიულოცეს. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ არტილერისტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას არტილერიის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „თავდაცვის ძალების სიძლიერის და ბრძოლისუნარიანობისთვის არტილერიის შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიან ხედვაში არტილერია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემუშავებული მიდგომებით, ჩვენ ვგეგმავთ არტილერიის მნიშვნელოვან მოდერნიზაცია-განახლებას და თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. არტილერიის დღე დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადაშიც აღინიშნა. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ბრიგადის ტერიტორიაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქართული არტილერიის ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გრძელდება და მოდის დღემდე. 1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. 14-დან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ. 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)