|
2021-03-15 13:58:21, 473 ნახვა
რეგიონი
სოფელ ტანძიისა და დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი განახლდა
სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერებული სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი დღეიდან მუნიციპალიტეტის 2 საბავშვო ბაღში განახლდა , 12–ვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრული დატვირთვით იმუშავებს. სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში ამჟამად 1 შერეული ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც 23 აღსაზრდელია რეგისტრირებული. გარემონტდა სამზარეულო, პროდუქტის შესანახი საწყობები, ექთნის ოთახი, შესასვლელი და სააღმზრდელო ჯგუფი, რომელიც ახალი, სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი ფუნქციური ავეჯით მოეწყო. სარემონტო სამუშოები ჩაუტარდა დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღსაც, გამაგრდა შენობის საძირკველი, გარემონტდა 1 სააღმზრდელო ჯგუფი, სამრეცხაო, სამზარეულო, პროდუქტის შესანახი საწყობები, რომელიც აღიჭურვა უჟანგავი თაროებით. ამ ეტაპზე კაზრეთის საბავშვო ბაღში 243 აღსაზრდელია ჩარიცხული. საბავშვო ბაღები მომარაგებულია ყველა აუცილებელი სანიტარულ–ჰიგიენური საშუალებით, მოწყობილია მოსაცდელი ზონები და საიზოლაციო ოთახები, ჯგუფებში სივრცეების მოწყობა იძლევა აღსაზრდელების ერთმანეთისგან დისტანცირების შესაძლებობას, თითოეული აღსაზრდელისთვის დაწესებულებამ შეიძინა ინდივიდუალური ყუთები საკანცელარიო ნივთებისთვის. სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღს, დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესტუმრა და აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა. ,,დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა, რომელიც კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ამ ბაღებში მთელი რიგი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღს გასულ წელს შენობის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, გარემონტდა 1 სააღმზრდელო ჯგუფი, წელს კი სამრეცხაოს და სამზარეულო რეაბილიტაცია განხორციელდა. რაც შეეხება ტანძიის ბაღს, სრულად რეაბილიტირდა ერთი სააღმზრდელო ჯგუფი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ავეჯით აღიჭურვა. ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს და რა თქმა უნდა აღსაზრდელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი ვალდებულებაა",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)