23:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 11:21:32, 431 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევამდე დარჩება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დანიელსონის დარჩენა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ შეთანხმებას ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა.

„კარგი ამბავია ის, რომ დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება. რომ გითხრათ დღეს რამე განსხვავებული კუთხით წავიწიეთ წინ, ასე კონკრეტულად ეს არ არის. მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა და გაგრძელდება. ოპოზიცია მზადაა რაციონალური კომპრომისისთვის.

სიტუაცია მარტივი არაა. შეიძლება ჩვენი შეხვედრა იყოს უკვე ხვალ, მაგრამ არ ვიცი ცალკე თუ გაერთიანებული. შეხვედრაზე არ ვიცი რა პოზიციას აფიქსირებს„ქართულ ოცნებას“. დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics