23:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 10:35:33, 387 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ განცხადებამ გააჩინა განცდა, რომ გადაწყვიტა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულებულიყო

„ქართული ოცნების“ განცხადებამ გააჩინა განცდა,  რომ გადაწყვიტა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულებულიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ქვეყანაშ კიდევ ერთი დღით დარჩენა მიუთითებს იმაზე, რომ არ აპირებს პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ხელცარიელი ჩასვლის შესაძლებლობა მისცეს.

„ოპოზიციას აქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს შეთანხმება შედეგს. გუშინ „ქართული ოცნების“ განცხადებამ გააჩინა საზოგადოებაში განცდა,  რომ „ოცნებამ“ გადაწყვიტა , რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო. მივესალმებით იმას, რომ მედიატორმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა ვიზიტი. დანიელსონი არ აპირებს პრემიერ-მინისტრს ხელცარიელი ჩასვლის შესაძლებლობა მისცეს ბრიუსელში . რაც არ უნდა მონდომებული იყოს ოპოზიცია და მედიატორი, ამ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე , შესაბამისად, გააჩნია დღეს როგორ წარსდგება ხელისუფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics