|
2021-03-14 18:31:02, 1787 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე ხვალ დემონსტრაციულად ღია ეთერში კორონავირუსის ვაქცინით აიცრება
„ხვალ 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესს არავითარი შეფერხება არ ექნება. „ხვალ 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითიც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს 43 ათასი დოზა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და არავითარი შეფერხება არ იქნება, რადგან უკვე არის ასეთი განწყობა. პლუს, ჩვენ ვიმუშავებთ ამისთვის. ყველა ელოდება პირველ დღეს და რომ ნახავენ, ძალიან წარმატებით ჩატარდება, მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)