23:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 15:59:05, 623 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით სამი ალტერნატივა გვქონდა, თუმცა ყველაფერი ისევ განხილვის პროცესშია და პასუხს ველოდებით

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით სამი ალტერნატივა ჰქონდათ, თუმცა ჯერ ისევ პასუხს ელოდებიან.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ პოზიციებს განიხილავენ.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ პროგრესი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს, ეს მე პოზიტიურად განმაწყობს, რადგან დღეს კიდევ ორი შეხვედრა გვექნება და შესაძლოა მხარეების პოზიცია კიდევ უფრო დაახლოვდეს. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მათი დამსახურებაა, ეს ბლიც-მოლაპარაკებები 5 თვის შემდეგ და ვფიქრობ, რომ ყველას რაციონალური მიდგომა უნდა გვქონდეს.

ჩვენ განვიხილავთ ახალ პოზიციებს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე  ხაზი მინდა გავუსვა, დოკუმენტი რაზეც ვმუშაობდით, ეს არის ამერიკის მიერ დადებული საბაზისო სტადარტი, რის გარშემოც მუშაობა მიმდინარეობს, ვფიქრობ ეს გარდამტეხი იქნება შეთანხმების პროცესში.

განიხილება 6-ივე პუნქტი, განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, სააარჩევნო რეფორმა და რიგგარეშე არჩევნების თემატიკაც, როგორ შეიძლება მივიდეთ აქამდე. ჩვენ ვთქვით სამი ალტერნატივა რიგგარეშე არჩევნების თუმცა ყველაფერი ისევ განხილვის პროცესშია. კონკრეტულად ვერ გეტყვით თარიღს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics