2021-03-14 14:16:57, 487 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი გურიის რეგიონში მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს გადასცემს.
სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, გურიის რეგიონში მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეხვდა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საგრანტო პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ მთავარ მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),