15:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 16:31:25, 679 ნახვა

სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - გამოძიება ახალი მოწმის ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიება ახალი მოწმის, მარი შარაშიძის ოჯახის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს.

როგორც რამიშვილი ამბობს, გამოძიება ცდილობს, მარი შარაშიძის  მიერ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის თაობაზე მომხდარი ფაქტი ბაჩალიაშვილის დედასა და მას დააბრალოს.

„იმ დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურა გააკეთა განცხადება, რომ მარიამ შარაშიძეს ბრალი წაუყენეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის თაობაზე პირადი მოტივით და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. დანაშაული 2 დან 6 წლამდე თავისუფულების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანალოგიურს განახორციელებს პროკურატურა და ეს ყველაფერი უკვე იქნება თეონადან, თამარ ბაჩალიაშვილის დედიდან დაწყებული, მერე უკვე ჩემზე გადმომისამართებული. ვითომდა ჩვენი მოთხოვნით იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული. გამოძიება ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გადაფაროს, ყველანაირად ხელი შეგვიშალოს ჩვენ და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს ეს გოგონა“, - აცხადებს ადვოკატი





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics