23:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 19:23:57, 812 ნახვა

პოლიტიკა
საავტორო სტატია Euractiv-ზე - კრემლში სააკაშვილის მსგავს ადამიანებს „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებენ

Euractiv საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საავტორო სტატიას ავრცელებს.

სტატიის ავტორი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იხსნებეს და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მისი მეორე ვადით მოღვაწეობა სასიკეთო გამოდგა.

„სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა გამორჩეული იყო უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდით (ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ათი პროცენტით გაიზრდა) და კორუფციის მნიშვნელოვანი შემცირებით.

სააკაშვილის საგარეო პოლიტიკას პროდასავლურად და პრონატოდ ახასიათებდნენ. ეს პოლიტიკა მისი შემცვლელებისა და პოლიტიკური მტრების პერიოდშიც იგივე რჩება“, - ვკითხულობთ სტატიაში.

გეორგი გოტევი იხსენებს 2013 წელს, როდესაც ექსპრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა, მისვე თქმით, საქართველოს სააკაშვილის დიდი ჩრდილი დასდევს, რომელიც ქვეყანას აფერხებს.

„ევროკავშირის მედიაციის შედეგები დიდწილად სააკაშვილზეა დამოკიდებული. საქართველოს შეუძლია, გახდეს სამაგალითო ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ არა სააკაშვილის დიდი ჩრდილი, რომელიც ქართულ პოლიტიკას თან სდევს.

ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ამბიციების მძევალია. თავად სააკაშვილი კი პოზიციების შენარჩუნებას მხოლოდ და მხოლოდ იმ მხარდაჭერით ახერხებს, რომლითაც ის ევროკავშირის მმართველ წრეებში სარგებლობს. წრეებში, რომლებიც მზად არიან, თვალი დახუჭონ სააკაშვილის მიერ მიყენებულ ზიანზე, რადგან სააკაშვილი დასავლეთში უყვართ“, - წერია სტატიაში.

გეორგი გოტევი სააკაშვილის ამჟამინდელ პოზიციებს კრიტიკულად უდგება და წერს, რომ ექსპრეზიდენტს მეტად აღარ სურს საუკეთესო საკუთარი ქვეყნისთვის და ვლადიმერ პუტინის თამაში დაიწყო.

„ჩემ შემდეგ ყველაფერი წყალს წაუღია“, – თქვა ერთხელ საფრანგეთის მეფე ლუი მეთხუთმეტემ.

როგორც ჩანს, სააკაშვილს მეტად აღარ სურს საუკეთესო საკუთარი ქვეყნისთვის. მან იცის, რომ გამარჯვება არ შეუძლია და ახლა როგორც ჩანს, მზადაა, ქვეყნის დესტაბილიზაციაში მიიღოს მონაწილეობა.

სწორედ ამიტომ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ის ერთვება თამაშში, რომელიც მისმა ყოფილმა მეტოქემ, ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო. კრემლში სააკაშვილის მსგავს ადამიანებს „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics