|
2021-03-12 14:18:32, 1042 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მდგრადი და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ტრანსფორმაციისა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების საქმეში ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღინიშნა. ასევე, საუბარი საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ბრიტანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას შეეხო. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა თავდაცვის სფეროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა მიმართულებით განათლების მიღების შესაძლებლობისთვის. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით სტრატეგიულ დონეზე შეხვედრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)