00:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 11:05:11, 480 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, კრისტიან დანიელსონი ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ამასთანავე, როგორც ცნობილია, კრისტიან დანიელსონი შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთანაც გამართავს. 

კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს დღეს, 13.00 საათზე შეხვდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics