00:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 23:13:48, 462 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე TV პირველის თანამშრომლებს მოუწოდებს, პრობლემების თავიდან ასარიდებლად ითანამშრომლონ პროკურატურასთან

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე TV პირველის თანამშრომლებს მოუწოდებს, პრობლემების თავიდან ასარიდებლად ითანამშრომლონ პროკურატურასთან, და განმარტავს, რომ პრობლემები არც ისე ექნებათ, რადგან მედიას კანონმდებლობა იცავს.

"ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და მერე ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრაზდებით და ნუ შექმნით პანიკას იქ სადაც არათუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია. პანიკის არავითარი საფუძველიო არ გაქვთ.. თქვენს სიუჟეტში კონვერტი და ფლეშკა იყო წარმოდგენილი და თუ ატყუებთ საზოგადოებას არ ვიცი... მე ვიცი რომ პროკურატურის ლეგიტიმური ინტერესია მოიპოვოს ის ინფორმაცია რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. აუდიო ჩანაწერზეც ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, ამ დეტალზეც შეეკითხეთ და გადაეცით ინფორმაცია. ამ დეტალების შესახებ ფლეშკით გადასცემთ, მყარი დისკით, სერვერს მიუტანთ თუ საერთოდ არაფერს გადასცემთ, ამ დეტალების შესახებ ითანამშრომლეთ პროკურატურასთან და პრობლემები არ გექნებათ. არც ისე არ გექნებათ, რადგან კანონმდებლობა გიცავთ". - მიმართა მდინარაძემ TV პირველის ჟურნალისტს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics