|
2015-01-30 16:57:59, 3787 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ჰერბერტ სალბერს შეხვდა
დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ სალბერი ესტუმრა. თავდაცვის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინდია ჯანელიძემ მოკლედ მიმოიხილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი დაესწრო. გერმანელ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მიმდინარე აქტუალური საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. მინდია ჯანელიძემ საუბრისას ყურადღება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობას. ჰერბერტ სალბერმა აღნიშნულ თანამდებობაზე ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლეფორი შეცვალა. ის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2014 წლის ივნისიდან იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)