2021-03-10 13:41:04, 458 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ხმაურია.
ადგილზე მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ და უმრავლესობის დეპუტატებს შეძახილების ფონზე აცილებენ.
რამდენიმე წუთის წინ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის ავტომობილს საპროტესტო ბანერით წინ გადაუდგნენ და გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,