23:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 10:41:04, 611 ნახვა

საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადმოიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი წუხელ  გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს.

მარტვილის საავადმყოფის მორიგე ექიმის, ლევან ქობალიას განცხადებით, მას წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება და სპეციალიზებულ კლინიკაში საჭიროებს მკურნალობას.

„მარტვილიდან კატასტროფის სამსახურის მიერ იქნა გადმოყვანილი 2 პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ კვლევები. მიღებული კვლევების საფუძველზე პაციენტებს დაესვათ დიაგნოზი. ერთს აქვს წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა. შესაბამისად, პაციენტს სჭირდება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა და ხდება მისი ორგანიზება. მეორე პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის მედიალური მენჯის მოტეხილობა. ამ პაციენტმა უარი განაცხადა მომსახურებაზე და თავისი სურვილით გაეწერა“, - განაცხადა ლევან ქობალიამ.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდნეტი გუშინ მოხდა. ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ოთახში მყოფი სასულიერო პირების დაპირისპირების კადრების გადაღება სცადეს. მღვდელმსახურები კი მათ გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. დაპირისიპირების დროს გადატყდა მოაჯირი და აივანზე მყოფები მეორე სართულიდან გადავარდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics