00:00 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 20:14:11, 558 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერმა კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა.

„პრაქტიკულად ახალი ხიდი აშენდა. ეს არის აეროპორტამდე მისასვლელი გზა, რომლის რეაბილიტაცია შარშან განვახორციელეთ. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, თავისი განათებებით. მხოლოდ ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი, ამის ქვემოთ გადის სარკინიგზო მაგისტრალი და გარკვეული შეფერხებები გვქონდა ამ სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და ორმხრივად გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება. ძალიან კარგი პროექტია და ვფიქრობ, სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არის. აეროპორტში ჩამოსული სტუმრები ამ გზით შემოდიან ქალაქში და ამ ყველაფრის მოწესრიგება იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში,  მიმდინარეობს კოჭების აღდგენა, ფილების, მისასვლელების და ტროტუარების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება. რეაბილიტაციის დროს საჭირო გახდა ოთხი ამორტიზირებული კოჭის ახლით შეცვლა, ასევე, განაპირა და შუალედური ბურჯების რეაბილიტაცია. გზაგამტარის ქვედა ნაწილში ძველი საყრდენი კედელი ახლით ჩანაცვლდა.

პროექტის ღირებულება 1 328 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics