03:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 11:09:19, 524 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა

ელენე ხოშტარიამ მოძრაობა „დროა“ დააფუძნა.

აღნიშნულის შესახებ ხოშტარიამ ვიდეო მიმართა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქუდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთის კავშირებსა და ყველანაირ უსამართლობას.

„ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და უსამართლო ქვეყანაში, რომელსაც შეუძია იყოს წარმატებული და მდიდარი.

ნაწილ-ნაწილ ვკარგავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენთვის არ არსებობს სასამართლო, სადაც დავიცავთ თავს. პროკურატურა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს, პოლიცია პოლიტიკურ დავალებებს იღებს, სუს-ი კი ადამიანების შანტაჟითა და კონტროლითაა დაკავებული, პარლამენტი ერთი კაცის საქებარ 96 სუბიექტს წარმოადგენს.

დროა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ რაც ხდება და არ შევეგუებით. მე ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქუდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთის კავშირებსა და ყველანაირ უსამართლობას და არ შევეგუებით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.









ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics