2021-03-07 12:40:10, 451 ნახვა
საზოგადოება
7 და 8 მარტს საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა
7 და 8 მარტს საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა.
ამის შესახებ საგანგებო განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„7 მარტს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,