01:26 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 10:13:23, 408 ნახვა

საზოგადოება
„გამოდი ღირსებისთვის“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, სადა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილი საუბარი გაასაჯაროვეს, სოციალურ ქსელში მორიგი აქცია დაანონსდა.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ჩანაწერი იმ რეალობას ასახავს სადაც ვცხოვრობთ.

„ტვ პირველის ეთერში გასული სიუჟეტი ცხადყოფს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კრიმინალურ გარემოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, მაფიოზურად მართავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და იყენებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დასასჯელად! პირადი შურისძიების მიზნით, ივანიშვილების ოჯახი მზადაა, ღირსება შეულახოს და ფიზიკურად მოაკვდინოს სკოლის მოსწავლე ბავშვებიც კი! ამიტომ მოდი აქციაზე, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი და პირადი ღირსება!“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები  „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები არიან, აქცია 9 მარტს, სამშაბათს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics