|
2021-03-06 14:39:28, 599 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ეკონომიკური პროფილის მქონე გადაცემების ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა. სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან დეტალურად განმარტა დღგ-ის ახალი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს. მისი თქმით, საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საკუთარი საგადასახადო კანონმდებლობა ევროპულ დირექტივას დამატებული ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის შესახებ. "რეფორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა 2021 წლიდან, მასშტაბურია. ის ეხება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დღგ-ის მარეგულირებელ ყველა დებულებას, რის გამოც ფაქტობრივად ყველა ეს საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. რეფორმის შედეგად საქართველოს დღგ-ის სისტემა გახდება ევროკავშირში მოქმედი დღგ-ის სისტემის მსგავსი, შედეგად, კი სავაჭრო ურთიერთობები ამ ორ სივრცეს შორის იქნება გაცილებით მარტივი და პროგნოზირებადი“, - აღნიშნა მამუკა ბარათაშვილმა. მედიის წარმომადგენლებს, სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაციები ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან ბაინდურაშვილმა წარუდგინეს. ყურადღება გამახვილდა ისეთი საკითხების განხილვაზე, როგორიცაა: დაქირავებულ პირთა ახალი რეესტრი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების კონტროლის მექანიზმები, „დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი“, სავარაუდო დარიცხვის გამოყენების წესები და სხვა. აქვე, გვინდა ავღნიშნოთ კიდევ ერთი პრეზენტაციის შესახებ, რომელიც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის გამარტივებული კრიტერიუმების გაცნობას ემსახურებოდა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება შემდეგი შეხვედრა ონლაინ ფორმატში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შედგება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)