2021-03-05 17:11:48, 474 ნახვა
საზოგადოება
ე.წ რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა
პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, თბილისში, ე.წ რიყის დოქების გასაყიდად ღია ელექტრონული აუქციონი იყო გამოცხადებული, თუმცა ე.წ რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა.
აუქციონი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა.
ცნობისთვის, თავდაპირველად აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს, აუქიცონზე 95 მლნ ლარად იყო გატანილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან